სასწავლო რესურსი

თარიღი:

გაკვეთილის  სფერო
ქართული  ენა


მასწავლებლის სახელი/გვ.
მანანა  გაბელია


გაკვეთილის  თემა
ჯადოსნური  ფანქარი


სამიზნე  ჯგუფი
დაწყებითი  საფეხური  /  III ბ   კლასი


მიზნები და ამოცანები
(გაკვეთილის მიზნები და ამოცანები)


























შეძლოს:
·         ტექსტის გააზრება  და  სიღრმისეული  წვდომა, წაკითხული  ნაწარმოების  სქემატური  მონახაზის  შექმნა;
·         ტექსტიდან  მნიშვნელოვანი  სიტყვების  გამოყოფა;
·         თანამშრომლობითი  და  პრეზენტაციის  უნარის  წარმოჩინება.


ქართ.III.6.  მოსწავლეს  შეუძლია  მცირე  ზომის  სხვადასხვა  სახისა  და ჟანრის  თხრობითი  ტექსტის  დამოუკიდებლად  წაკითხვა  / გაგება  და  გააზრება
·         ამოიცნობს  პერსონაჟის  მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;
·         განსაზღვრავს  მოქმედებათა  დროს  და  ადგილს;
·         ამოკრებს  კონკრეტულ  ინფორმაციას.

ქართ.III.10. მოსწავლეს  შეუძლია  კითხვის  ზოგიერთი  სტრატეგიების  გამოყენება
·         ცდილობს  უცნობი  სიტყვების  ახსნას;
·         სათაურზე  დაყრდნობით  გამოთქვამს  ვარაუდს  ტექსტის  შინაარსის  შესახებ.



გაკვეთილის აღწერა
I -გამოწვევა (10 წთ.)

1. აქტივობა:     
იდუმალი  ყუთი
 ( ყუთში  წინასწარ  ვდებ  ფანქარს.  მოსწავლეებმა  მინიშნებებით  ან  მათ  მიერ  დასმული  კითხვებით  უნდა  ამოიცნონ  ეს  ნივთი)

2.აქტივობა:
 ასოციაციური  რუკა
 







                                                                         


II- შინაარსის  რეალიზება (15 წთ.)

3. აქტივობა:
ჩუმი  კითხვა  (ინდივიდუალური)

ვაძლევ  ტექსტს  ( დავით  ჯავახიშვილის  „ჯადოპსნური  ფანქარი“) წაიკითხონ  და  მონიშნონ  სამი  მნიშვნელოვანი  სიტყვა,  ხოლო  შემდეგ წყვილებში  შეთანხმებით  დაწერონ  ეს  სიტყვები წინასწარ  დარიგებულ  წებოვან  ფურცლებზე .

III- რეფლექსია (20 წთ)

4. აქტივობა:
პრეზენტაცია

(წყვილები  გამოაკრავენ  თავიანთ  ნამუშევრებს  და  შეაჯამებენ)

5. აქტივობა :
პირამიდა

 წაკითხული  ნაწარმოების  სქემატური  მონახაზის  შექმნა
( ვურიგებ  წყვილებს  წინასწარ  მომზადებულ  ფურცლებს  და  ვაძლევ  ინსტრუქციას  პირამიდის  შევსებისათვის)

6. აქტივობა:
პრეზენტაცია 
(მოხდება  მოსწავლეთა  ნამუშევრების  შეჯერება  და  შეივსება  საერთო  სქემა  დაფაზე.  გაიმართება  დისკუსია,  თუ  როგორ  გადაწყდება  ნაწარმოებში  დასმული  პრობლემა.)


საშინაო  დავალენბა:  შევსებული  პირამიდის  მიხედვით  დაწერონ  მოთხრობის  მოკლე  შინაარსი.








მასალები




·         Microsoft  Office  World  2007-  ბეჭვდური  მასალა  წყვილებში  სამუშაოდ
·         წებოვანი   თაბახის  ფურცლები


მეთოდები



·         იდუმალი  ყუთი
·         ასოციაციური  რუკა
·         მნიშვნელოვანი  სიტყვები
·         ჩუმი  კითხვა
·         პირამიდა
·         პრეზენტაცია
·         დისკუსია


ხელსაწყოები




შეფასება


განმავითარებელი   -  ინდივიდუალური/ წყვილებში
( შეფასების  რუბრიკა  თან  ერთვის  გაკვეთილის  გეგმას)
მასწავლებლის ნააზრევი
( გაკვეთილის შემდეგ მასწავლებლის აზრი)







  ქგაკვეთილის მთავარი თემა
მსგავსება განსხვავებები ქართულსა და ინგლისური ენის გრამატიკაში

სწავლების საფეხური დაწყებითი კლასი.  IIIკლასი


მოსწავლეთა პროფილი 25 მოსწავლე


მასწავლებლის სახელი და გვარი
სკოლა
მანანა გაბელია
ანნა კვარაცხელია
N 16 საჯარო სკოლა


ინტეგრირებული საგნები
ქართული,ინგლისური ენა



გაკვეთილის მიზნები



მოსწავლემ უნდა შეძლოს:

 ნასწავლი გრამატიკული საკითხების შედარება (ქართულად და ინგლისურად) , მსგავსება -განსხვავებების დასახელება და პრაქტიკულად გამოყენება.

ე.ს.გ-შედეგები. ინდიკატორები
ქართ.III.8
ქართ.III.13
ქართ. III.14
უცხ.დ.II.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.


უცხ.დ.02.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას;
ცდილობს დაიცვას დროის ლიმიტი ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.
უცხ.დ.02.14. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს თანაკლასელებთან და  მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები.

სხვებს აცდის პასუხის დასრულებას;
უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს;
თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
უცხ.დ.II.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
ცდილობს დასმული ამოცანების გადაჭრას;



წინარე ცოდნა
მოსწავლეები დაკვირვების შედეგად ცდილობენ დასმული ამოცანის გადაჭრას,ნასწავლი გრამატიკული ხერხების გამოყენებას,ამჩნევენ ,რომ ზოგიერთ საკითხში მსგავსებაა მშობლიური ენის გრამატიკის ელემენტებსა და უცხო ენას შორის,ზოგიერთში - კი განსხვავება
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, საწერი კალამი, დაფა ,ცარცი,ფორმატი,’’flash cards’’,მარკერი,’’სტიკერები’’წებოვანი ფურცლები...

მუშაობის ფორმა
საერთო საკლასო



გაკვეთილის მსვლელობა საკლასო მენეჯმენტი აქტივობა 1- მისალმება
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს,რომ ჩვენ არიან ქართველები და  ევროელები.ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ-ერთ ჭკვიან პოლიტიკოსს და ჩვენს ცხოვრებაშიც ევროპა ყოველღიურად შემოიჭრა.სწავლობენ მშობლიურ ენასა და პარალელურად ინგლისურ ენას, რომელ-ზეც ალაპარაკდა მთელი მსოფლიოს უდიდესი რაოდენობა.დღეს მოსწავლეები შეეცდებიან ერთდროულად მიმოიხილონ და შეეცადონ დაინახონ რიგი მსგავსება - განსხვავებები ამ ორ ენას შორის.
მასწავლებელი სვამს შეკითხვებს ქართული ანბანის შესახებ:
1)რამდენი ასო-ბგერაა ანბანში?
2) რამდენი ხმოვანია/თანხმოვანი?
3)რამდენიმარცვალია სიტყვაში?
4)სიტყვები ისევე იკითხება,როგორც იწერება?
აქტივობა2
პარალელურად ინგლისურის პედაგოგი ერთვება,ესალმება მოსწავლეებს და სთხოვს  ინგლისურად    ჩამოთვალონ ანბანი.”FLASH CARD”-ზე მასწავლებელი არეული თანმიმდევრობით მიუთითებს ანბანის ასოებზე,ისინი ასახელებენ, შემდეგ სვამს შეკითხვებს:
1) How many letters are in English?-26 ასოა( 20 თანხმ, 5 ხმოვ,1 ნახევრად ხმოვ.)
2) Why have we got in English double letters?( A a. B b)
3) Why do we need big letters?
მოსწავლეები პასუხობენ: 
1) წინადადება იწყება დიდი ასოთი
2) წერტილის შემდეგ წინადადება ყოველთვის დიდი ასოთი იწყება.
3) ადამიანი სახელი იწერება დიდი ასოთი
4) I ნაცვალსახელი ყოველთვის დიდი ასოთი იწერება
აქტივობა 3- მეტყველების ნაწილები
მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფერად თაბახზე ჩამოწერილ წინადადებას(სიტყვები ცალ-ცალკე) და
კითხვა– პასუხის მეთოდის გამოყენებით ეკითხება კლასს რომელი სიტყვა აღნიშნავს მოქმედებას,რომელი კითხვა დაესმის გოგონას,ბურთს?
ინგლისურში ახდენენ შედარებას დაესმის თუ არა იგივე შეკითხვები არს.სახელს( who? What?)
შეკითხვების შესაბამის სიტყვებს ასახელებენ ,მასწ. დაფაზე წერს არტიკლთან ერთად( a girl, a  lorry…)
ამასთანავე მიუთითებს მოსწავლეებს,რა წერია სიტყვის წინ?(ასახელებენ),ჩამოთვალეთ არტილკები,რაც იცით(a,an),როდის გამოიყენება a,როდის- an?
ფორმატზე ჩამოწერილი სიტყვების წინ მოსწავლეებმა უნდა დასვან შესაბამისი არტიკლები.
აქტივობა4- არს.სახელის მრ.რიცხვი.
მასწ აძლევს დავალებას კლასს ზემოთმოცემული წინადადება გადაიყვანონ მრ.რიცხვში,დაასახელონ მრავლობითის აღმნიშვნელი ნიშნები( ებ,ენ,ნარ-თანიანი)
ინგლისურად იგივე დავალებას ასრულებენ 
უკეთესად აღქმისთვის მასწავლებელი თვალსაჩინოებას  ჰკიდებს დაფაზე,რომელზეც ჩამოწერილია სიტყვები და უნდა მიაწებონ სტიკერებზე ჩამოწერილი მრ.აღმნიშვნელი ბოლოსართები.მსჯელობენ წარმოების სხვადასხვა წესებზე(-s,-ss,-sh,-ch,-x,-o _ es დაბოლოებით იწარმოება,ჩვეულებრივ კი  -s)
აქტივობა5  -არს.სახელი რიცხვით სახელთან ერთად
დაფაზე გამოკრულია თვალსაჩინოება,რომელზე წინადადებებია მოცემული სხვადასხვანაირად და მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ რომელია სწორი ფორმა(მაგ: ეზოში სამი სკამი/სკამები დგას...)
ინგლისურად აკეთებენ შედარებას სიტყვებს შორის კავშირებზე,მხოლობითიდან მრავლობითში გადაყვანაზე( a dog- three dogs,მსჯელობენ განსხვავებაზე)
აქტივობა 6 - ნაცვალსახელები
Flash card- ების გამოყენებით მოსწავლეები ასახელებენ პირის ნაცვალსახელებს და აღნიშნავენ განსხვავებებს,რატომაა მესამე პირი სამნაირი,ერთვება ქართულის მასწ. და განიხილავენ როგორაა მშობლიურ ენაში
ინგლისურად -აკვირდებიან, შესაძლებელია თუ არა ნაცვალსახელების გარეშე ზმნამ მიგვახვედროს რომელი პირი ასრულებს მოქმედებას(შეუძლებელია)
ქართული ზმნა კი გვიჩვენებს.
მოცემულ საკითხზე ასრულებენ სავარჯიშოს დაფაზე/ფორმატზე.
აქტივობა 7 - ზმნის დროები

მოსწავლეები ასრულებენ ქართულად და ინგლისურად დაფაზე და ფერად ფურცლების გამოყენებით მაგალითებს დროებზე
ქართ: ზმნას აქვს სამი დრო,დროის ზმნიზედები გვიჩვენებს რომელ დროშია ზმნა და კითხვების საშვალებითაა აგრეთვე შესაძლებელი გარკვევა( რას ვაკეთებ,რას ვაკეთებდი,რას გავაკეთებ?)
ინგლისურში უფრო რთულია დროების წარმოება,მოსწავლეები მხოლოდ პროგრამულად მოცემულ ორ დროს აწარმოებენ და აკეთებენ შედარებებს(present simple-სა და present continuous-ში)
შეჯამება: ვენის  დიაგრამას გამოყენებით მსგავსება -განსხვავებებზე მსჯელობენ

შეფასება განმავითარებელი კომენტარი
ართული ენა და ლიტ



 https://drive.google.com/drive/#folders/0B0uYC9cQUEC9MGhpUzhIUHlBVDQ

 https://drive.google.com/file/d/0B0uYC9cQUEC9dDcyUXJwM1pSUG8/view?usp=sharing


                                                       




No comments:

Post a Comment